ერთჯერადი ვეიპი vs ტრადიციული სიგარეტი
ელექტრონული სიგარეტების გამოგონებამ უამრავ მწეველს მისცა თამბაქოსგან გათავისუფლების შანსი, ამით კი გადაარჩინა უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
მიუხედავად იმისა, რომ ვეიპების უმრავლესობა ნიკოტინს იყენებს, მისი მოხმარებისას არ გამოიყოფა ნახშირბადის მონოქსიდი - ნივთიერება, რომელიც პასუხისმგებელია მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებზე.
სწორედ ამის გამო ითვლება ვეიპი ტრადიციულ სიგარეტზე ბევრად უსაფრთხო პროდუქტად.
ტრადიციული სიგარეტის გავლენა ჯანმრთელობაზე
სიგარეტის მავნე ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე მრავალჯერაა ექიმებისა და მკვლევარების მიერ დადასტურებული. თამბაქოს წვის შედეგად წარმოქმნილი ქიმიკატების შესუნთქვა ადამიანის ჯანმრთელობისთვის უდიდესი რისკია.
თანამედროვე სამყაროში მოწევა პრევენციული სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. ის ზრდის ფილტვის კიბოს, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, გულის დაავადებისა და ინსულტის რისკს. გარდა ამისა, ექიმები მოწევას უკავშირებენ პირის ღრუს, ყელის, საყლაპავის, შარდის ბუშტისა და პანკრეასის სიმსივნეებს.
ის აზიანებს სასუნთქ სისტემას, რაც იწვევს ქრონიკულ ბრონქიტსა და ემფიზემას, ეს ორი დაავადება კი დროთა განმავლობაში ფილტვების შეუქცევად დაზიანებას იწვევს.
სიგარეტში შემავალი ნიკოტინი ფიზიკურ დამოკიდებულებასაც ძალიან მალე იწვევს, რაც მწეველთათვის კიდევ უფრო ართულებს მავნე ჩვევისგან თავის დაღწევას.
საერთო ჯამში, ყველა სამეცნიერო მტკიცებულება ხაზს უსვამს იმ დიდ ზიანს, რომელსაც ტრადიციული სიგარეტი აყენებს მწეველების ჯანმრთელობას.
რატომ ელექტრო სიგარეტი?
ელექტრონული სიგარეტი მრავალი დადებითი მხარით გამოირჩევა:
ნაკლები ზიანი ადამიანის ჯანმრთელობას
ელექტრო სიგარეტი გაცილებით ნაკლებ კიბოს გამომწვევ ნივთიერებას გამოყოფს, ვიდრე ტრადიციული სიგარეტი.
ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებით, ვეიპი კი ორთქლის ტექნოლოგიას იყენებს, რის გამოც მომხმარებელს არ უწევს მავნე ნივთიერებების ჩასუნთქვა.
ყნოსვის გაუმჯობესება
ყველასთვის ცნობილია, რომ სიგარეტი, ყავა და მსგავსად ინტენსიური გემოები ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაქვეითებას იწვევს.
ერთჯერადი ელექტრო სიგარეტი კი ამ პრობლემას სრულად მოგიხსნით. ვეიპი დაგეხმარებათ არამხოლოდ სიგარეტის მოწევას დაანებოთ თავი, არამედ ცხოვრების ხარისხიც გაიუმჯობესოთ ყნოსვისა და გემოს შეგრძნების სრულად დაბრუნებით.
სიგარეტის ნამწვის სუნისგან გათავისუფლება
ტრადიციულმა სიგარეტმა შესაძლოა ნამწვის უსიამოვნო სუნი როგორც მწეველზე, ისე მის არამწეველ გარშემომყოფებზე დატოვოს. სიგარეტი აზიანებს საცხოვრებელი სივრცეების ატმოსფეროსაც და სამუდამოდ ცვლის მათ სუნს.
ელექტრო სიგარეტი კი დაგეხმარებათ სამუდამოდ მოაშოროთ საკუთარ ტანსაცმელსა და სახლს ნამწვის სუნი.
ნაკლები ზიანი პასიურ მწეველებს
თუ სიგარეტის მოწევისას თქვენს გარშემომყოფებს აქამდე სერიოზულ ჯანმრთელობის ზიანს აყენებდით, ახლა ეს პრობლემა შეგიძლიათ სამუდამოდ დაივიწყოთ.
ვეიპის გამოყენება საშუალებას მოგცემთ როგორც საკუთარი ჯანმრთელობისთვის, ისე გარშემომყოფებისთვის მიყენებული ზიანი მინიმუმამდე შეამციროთ. სხვა ყველაფერთან ერთად, თქვენი ახლობლები არ შეწუხდებიან სიგარეტის ნამწვის უსიამოვნო სუნითაც.
ნაკლები ნიკოტინი
ერთჯერადი ვეიპი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოიხმაროს ნაკლები რაოდენობის ნიკოტინი.
“HQD”-ს ერთჯერადი ვეიპები ხელმისაწვდომია ნიკოტინის 2%-იანი, 1.6%-იანი და 0%-იანი შემცველობით.
მრავალჯერადი ვეიპებისთვის კი შეგეძლებათ სითხე თავად შეარჩიოთ და მისი სრულად გამოყენების შემდეგ ის ახლით შეავსოთ.
ერთჯერადი ვეიპი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოიხმაროს ნაკლები რაოდენობის ნიკოტინი.
სასიამოვნო გემო
მთავარი მიზეზი, რის გამოც მწეველებისთვის ელექტრო სიგარეტი მიმზიდველია, არის მისი სასიამოვნო გემო და მისი მრავალფეროვნება.
ჩვენი ვეიპების კატალოგში ხელმისაწვდომია სხვადასხვა ხილისა და დესერტის არომატები. მათგან განსაკუთრებით პოპულარული კი HQD დრაკონის ხილი არის.
ერთჯერადი ვეიპები შეგიძლიათ შეარჩიოთ შემდეგი არომატებითაც: მარწყვი, საზამთრო, მანგო, საღეჭი რეზინი, ატამი, ნესვი, ალუბალი, პიტნა, მოცვი, ჟოლო, ბროწეული, კივი, ვანილი, ენერგეტიკული სასმელი, გუავა, მარაკუია, ლიმონი, მაყვალი, ბანანი.
მარტივად სატარებელი
სიგარეტი და ვეიპი ერთმანეთისგან მრავალი ნიშნით განსხვავდება, თუმცა ერთ-ერთი მთავარი ისიც არის, რომ ვეიპის თან ტარება თავისი მცირე ზომისა და პორტატიულობის გამო ბევრად მარტივია. ერთჯერადი ვეიპი ჯიბეშიც კი ეტევა, მაშინ, როცა სიგარეტის ყუთი ზომით მასზე ბევრად დიდია. ამასთან ერთად, სიგარეტს დამატებით სჭირდება სანთებელა, რაც დისკომფორტს ქმნის.
იმისთვის რომ ვეიპმა თქვენს ყოველდღიურობას ხელი არ შეუშალოს, მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ზომაში განსაკუთრებით მცირე ელექტრო სიგარეტი, ასეთ შემთხვევაში კი საუკეთესო არჩევანია - HQD EOS და HQD EZ Bar ვეიპები.
HQD-ის ერთჯერადი ვეიპი
HQD Georgia ელექტრო სიგარეტების წამყვანი ბრენდის HQD-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ჩვენი მიზანია მომხმარებელს ელექტრო სიგარეტები გამორჩეული ხარისხითა და მრავალფეროვანი ასორტიმენტით შევარჩიოთ. ჩვენი ელექტრო სიგარეტი შეგიძლიათ შეიძინოთ “ევროპროდუქტის”, “უნივერსამის”, “ტობაკო მარკეტის”, “ბილიონის”, “მეინ მარკეტისსა” და “გრინლაბის” მაღაზიათა ქსელში. ჩვენი ვეიპის მაღაზია “პოდსიშიც” ხელმისაწვდომია, რომელიც უშუალოდ ელექტრო-სიგარეტების ყიდვა-გაყიდვაზეა სპეციალიზებული.