Შეიძლება თუ არა დახურულ სივრცეში ვეიპინგი?

დროთა განმავლობაში ტრადიციულ სიგარეტზე სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს და მას ელექტრო სიგარეტი ანაცვლებს. ამის მიზეზი კი სხვადასხვაა, მაგალითად, ნაკლები რისკი ჯანმრთელობისათვის, სასიამოვნო სუნი და არომატი, დახვეწილი ვიზუალი და ა.შ. მზარდ პოპულარობასთან ერთად ვეიპების შესახებ დისკუსია აქტიურ ფაზაში გადავიდა და საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაც განაპირობა. 

ამ ბლოგში ვისაუბრებთ ელექტრო სიგარეტის დახურულ სივრცეში მოწევის შესახებ. ყურადღებას გავამახვილებთ იმ მოსაზრებებზე, რომლებიც ჩვენს გარშემო ვრცელდება და გირჩევთ, როგორ მოიქცეთ მაშინ, როცა დახურულ სივრცეში ელექტრო სიგარეტი უნდა გამოიყენოთ. 

დილემა: ელექტრო სიგარეტი შიდა სივრცეებში

შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხზე მსჯელობისას საზოგადოება ორად იყოფა. მაგალითად, მომხრეები ამბობენ, რომ ვეიპი ტრადიციული სიგარეტისაგან განსხვავებული პრინციპით მუშაობს, რადგან თანამედროვე მოწყობილობა არა თამბაქოს, არამედ სპეციალური სითხის გაცხელების ხარჯზე ორთქლდება. ამ პროცესში კი ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ტოქსიკური ბუნებით გამოირჩევა, არ გამოიყოფა. შესაბამისად, შიდა სივრცეში გავრცელებული კვამლი გარშემომყოფებისათვის მომწამვლელი არ არის და მათ ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. 

შესაბამისად, ასეთ ვითარებაში ელექტრო სიგარეტი ეფექტურია.  ამასთანავე, ვეიპის კვამლი მარტივად იშლება და მცირე დროში ორთქლდება. შესაბამისად, შიდა სივრცეში მცირე დროით ყოვნდება და ჯანმრთელობისათვის ზიანი არ მოაქვს.

ხშირად ელექტრო სიგარეტი უპირატესი იმიტომ არის, რომ თამბაქოსაგან განსხვავებით,  მისი კვამლი უსიამოვნო სუნს არ წარმოქმნის. ეს ფაქტორი კი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან  გარშემომყოფებისათვის არასასიამოვნო სურნელი დისკომფორტის მომტანი არ იქნება. 

იქიდან გამომდინარე, რომ ვეიპინგი ნაკლებ საზიანოა როგორც მწეველისათვის, ისე გარშემომყოფებისათვის, შიდა სივრცეებში აორთქლება კომფორტის შეგრძნებას ზრდის, განსაკუთრებით ცივ და უსიამოვნო ამინდებში. 

საზოგადოების მეორე ნაწილს ამ მოსაზრების მიღება უჭირს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია ერთჯერადი ელექტრო სიგარეტის ნაკლებად მავნე გავლენა ადამიანებზე და გარემოზე, ის მაინც ზემოქმედებს ჰაერის ხარისხზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვეიპინგი დახურულ სივრცეში მიმდინარეობს, სადაც ჰაერი აქტიურად არ იწმინდება.  ამასთანავე, ფიქრობენ, რომ ვეიპი იმდენად ახალი ინოვაციური მოწყობილობაა, რომ მის შესახებ ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის ცნობილი და უნდობლობას გამოთქვამენ. 

ეტიკეტი: რა უნდა გაითვალისწინოთ ელექტრო სიგარეტის შიდა სივრცეში გამოყენების დროს

მიუხედავად იმისა, რომ  დახვეწილი ვეიპი ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, უსაფრთხოა და  მისი კვამლი არც ტოქსიკური სუნის მატარებელია, თუ დახურულ სივრცეებში ვეიპინგს გადაწყვეტთ, სასურველია, რომ რამდენიმე ფაქტორი გაითვალისწინოთ. 

ელექტრონული სიგარეტი დახურულ სივრცეში გარემოს შეფასებამდე არ გაააქტიუროთ. ზოგიერთ ადგილს შესაძლოა მოწევის მკაცრი წესები ჰქონდეს. გაეცანით სავაჭრო ცენტრებში, რესტორნებში, ოფისებსა და სხვა საჯარო სივრცეებში არსებულ სპეციფიკურ მოთხოვნებს და შესაბამისად იმოქმედეთ. ამასთანავე, გაითვალისწინეთ თქვენი გარშემომყოფების მოსაზრებები. მანამ, სანამ აორთქლებას დაიწყებთ იკითხეთ, ვინმე ხომ არ არის წინააღმდეგი. მართალია, ელექტრო სიგარეტის კვამლი ტოქსიკური არ არის, თუმცა შესაძლოა ზოგიერთ ადამიანს ამა თუ იმ პროდუქტზე ალერგიული რეაქცია ჰქონდეს. 

ყურადღებით შეარჩიოთ ელექტრო სიგარეტი, რომელსაც ყოველდღიურად გამოიყენებთ. გაითვალისწინეთ, რომ მწარმოებლების მიხედვით სითხის ხარისხი და შემადგენლობა განსხვავდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია იცოდეთ მისი შემადგენლობა და წარმომავლობა. HQD Georgia გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის ელექტრო სიგარეტებს, რომლებიც სასიამოვნო არომატით ხასიათდება.  მაგალითად ჩვენთან, შემდეგი მოდელის,  HQD 600 ვეიპი შეგიძლიათ შეიძინოთ, რომელიც სხვადასხვა სეზონური თუ ეგზოტიკური ხილის გემოებს აერთიანებს. 

სასურველია, აორთქლების პროცესში ადამიანთა ჯგუფისაგან განცალკევდეთ, რათა კვამლი რომელიმე მათგანს არ მიემართოს. ამასთანავე, შესაძლებლობის შემთხვევაში მცირედით გამოაღეთ ფანჯარა, რაც ჰაერის უფრო სწრაფ გაწმენდას შეუწყობს ხელს.  ასე მინიმუმამდე დაიყვანთ გარშემომყოფთა დისკომფორტს. 

იმ შემთხვევაში, თუ ელექტრო სიგარეტის გამოყენება დიდწილად შიდა სივრცეებში გიწევთ, უმჯობესია თუ ნეიტრალური არომატის მქონე ვეიპი გექნებათ. ეს იმიტომ, რომ ზოგიერთი ადამიანი ძლიერი და ინტენსიური სუნის მიმართ მეტად მგრძნობიარეა. მძაფრი არომატების მოყვარული თუ ხართ, გამოიყენეთ იქ, სადაც სხვაზე უარყოფითი გავლენა ნაკლებად სავარაუდოა. შეგახსენებთ, რომ HQD-ის პროდუქცია აერთიანებს რვა სხვადასხვა ერთჯერად ელექტრო სიგარეტს, რაც არომატთა ფართო სპექტრს მოიცავს. 

ვეიპი ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, ბევრ უპირატესობას აერთიანებს. როგორც აღინიშნა, ნაკლებ ზიანს აყენებთ როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობას. მიუხედავად ამისა, შიდა სივრცეში გამოყენებისას სასურველია გარშემომყოფების მოსაზრებებიც გაითვალისწინოთ. ამასთანავე, ყურადღება მიაქციეთ სახელმწიფო თუ ადგილობრივ რეგულაციებს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი პარტნიორი ვეიპის მაღაზიები მთელი საქართველოს მასშტაბით შეგხვდებათ, სადაც HQD-ის პრემიუმ ხარისხის პროდუქციის შეძენას შეძლებთ. 

მსგავსი სტატიები

600 ნაფაზიანი ელექტრო სიგარეტი

HQD Georgia პრემიუმ ხარისხის ერთჯერადი ელექტრო სიგარეტების იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც…

ვეიპი ნიკოტინის გარეშე

ბოლო რამდენიმე წელია HQD Georgia ქართულ ბაზარზე სიგარეტის ტრადიციული საშუალების…

რჩევები ვეიპერთათვის – ის რაც ზამთარში უნდა გაითვალისწინოთ

ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის ექსტრემალურ კლებასთან ერთად, თქვენი ვეიპი შესაძლოა…