ვეიპი ნიკოტინის გარეშე

ბოლო რამდენიმე წელია HQD Georgia ქართულ ბაზარზე სიგარეტის ტრადიციული საშუალების ალტერნატივის, ვეიპის დამკვიდრებას ცდილობს. ჩვენი მიზანია საზოგადოებას მოწევისათვის უფრო ჯანსაღ მოწყობილობა შევთავაზოთ.

HQD Hot

5000 ნაფაზი

HQD Cuvie Plus

1200 ნაფაზი

პრემიუმ ხარისხის პროდუქცია მაქსიმალურად ითვალისწინებს მომხმარებელთა მოთხოვნებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ბრენდი ავითარებს პროდუქტის როგორც ვიზუალურ, ისე ტექნიკურ მახასიათებლებს. შედეგად კი HQD აერთიანებს ნიკოტინიანი და უნიკოტინო ვეიპების სხვადასხვა მოდელებს, რომლებიც დიზაინითა და გემოთი უნიკალურია.

რა არის უნიკოტინო ელექტრო სიგარეტი? 

ვეიპი მცირე ზომის კომპაქტური მოწყობილობაა, რომელიც სპეციალური ელემენტის დახმარებით, მასში არსებული სითხის გაცხელებას უზრუნველყოფს. ტემპერატურის მატების შედეგად კი ელექტრო სიგარეტი ორთქლს წარმოქმნის. ამ მოწყობილობის მთავარი უპირატესობაც სწორედ ეს არის, ნაცვლად მომწამვლელი ნივთიერებებისა, ვეიპი სითხის გაცხელების ხარჯზე აქტიურდება. 

HQD გთავაზობთ ელექტრო სიგარეტების მრავალფეროვან არჩევანს, რომლებიც ხელმისაწვდომია, როგორც ნიკოტინის შემცველობით, ისე მის გარეშე. უნიკოტინო ელექტრო სიგარეტს ჩვეულებრივისაგან განასხვავებს ის, რომ მოწყობილობაში არსებული სითხე ნიკოტინისაგან თავისუფალია. შესაბამისად, მოხმარების პროცესში ნივთიერებისათვის დამახასიათებელი ტოქსინები არ გამოიყოფა. ეს ფაქტორი კი ვეიპს ჯანსაღ ალტერნატივად აყალიბებს, რადგან მინიმუმამდეა დაყვანილი ის უარყოფითი გავლენა, რომელიც ჩვეულებრივ სიგარეტს ახასიათებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ვეიპინგი ტრადიციული სიგარეტის ნაკლებად მავნე ალტერნატივად განიხილება, ნიკოტინის შემცველი მოწყობილობა მაინც წარმოადგენს გარკვეულ საფრთხეს. ვეიპი ნიკოტინის გარეშე კი გამორიცხავს ყოველგვარ უარყოფით მოქმედებას. 

ნიკოტინი მძიმე ნარკოტიკული ნივთიერებაა, რომელიც ტრადიციულ სიგარეტებში აქტიურად გამოიყენება. გარდა იმისა, რომ ეს ნივთიერება ობსესიას იწვევს, ასევე ხელს უწყობს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების განვითარებას.  ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კი, რაც უნიკოტინო ელექტრო სიგარეტს გააჩნია, ნივთიერებაზე მძიმე დამოკიდებულებისაგან თავის დაღწევის შესაძლებლობაა. ეს იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, ნიკოტინის მიღებას ფაქტობრივად წყვეტთ, მეორე მხრივ კი, პროცესი სტრესის გარეშე მიმდინარეობს, რადგან პირველ ეტაპზე თქვენს ყოველდღიურობაში რადიკალური ცვლილებები არ შემოდის.

შეიძლება ითქვას, რომ სოციალური ინტერაქციის თვალსაზრისით უნიკოტინო ელექტრო სიგარეტი უფრო მეტად მიღებული ვარიანტია. იმ ვეიპის გამოყენება, რომელიც ნიკოტინს არ შეიცავს და მავნე ნივთიერებებს არ გამოყოფს, გარშემომყოფებზე ზრუნვის ჟესტი იქნება, რადგან  ამ გზით მათ პოტენციურ ზიანს აარიდებთ. 

უნიკოტინო ელექტრო მოწყობილობები HQD-სგან

HQD ბრენდის ქვეშ გაერთიანებულია რვა ერთმანეთისაგან განსხვავებული ელექტრო სიგარეტი. სწორედ ამიტომ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოში ბრენდი ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანითაა წარმოდგენილი. აღნიშნული მოდელები სხვადასხვა ფუნქციებითა და მახასიათებლებითაა ხელმისაწვდომი, რაც, თავის მხრივ, მომხმარებელს აძლევს არჩევანისა და პირადი პრეფერენციების გათვალისწინების შესაძლებლობას. 

ჩვენ უნიკოტინო ელექტრო სიგარეტების ორ მოდელს გთავაზობთ, ესენია HQD Hot და HQD Cuvie Plus. 

HQD Hot ერთჯერადი უნიკოტინო ელექტრო სიგარეტია. მოწყობილობა კომპაქტურობით ხასიათდება და, შესაბამისად, ადვილად სატარებელია. ამასთანავე, ვეიპის ეს მოდელი განსაკუთრებული დიზაინით ხასიათდება, რადგან განსხვავებულ ფორმასთან ერთად, ფერების მრავალფეროვან პალიტრას მოიცავს. აღნიშნული პროდუქტი 5000 ნაფაზისაგან შედგება და ვეიპინგის ხანგრძლივ, სასიამოვნო გამოცდილებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია ისიც, რომ HQD Hot გემოების ფართო სპექტრს აერთიანებს. ხელმისაწვდომია კენკრის, სეზონური და ტროპიკული ხილის არომატები. 

რაც შეეხება HQD Cuvie Plus, ეს უკანასკნელი უნიკოტინო ელექტრო სიგარეტის კიდევ ერთი სახეობაა. ის დახვეწილი და მინიმალისტური დიზაინით გამოირჩევა. მსგავსად სხვა ვეიპებისა, აღნიშნული პროდუქტიც კომპაქტურია, რაც მის გამოყენებას მეტად კომფორტულს ხდის. HQD Cuvie Plus საუცხოო არომატებისაგან შემდგარ 1200 ნაფაზს მოიცავს და გთავაზობთ ისეთ გემოებს, როგორებიცაა მარწყვი, ბანანი, საზამთრო და სხვა. 
HQD-ის პროდუქციის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლიათ. ჩვენი ერთჯერადი ელექტრო სიგარეტები ხელმისაწვდომია ვეიპების მაღაზია პოდსიში, ევროპროდუქტის, უნივერსამის, ტობაკო მარკეტის, ბილიონის, მეინ მარტისა და გრინ ლაბის ფილიალებში

შესაძლებელია თუ არა მიტანის სერვისით სარგებლობა?

თქვენ შეძლებთ HQD-ს ელექტრო სიგარეტების შეძენას გლოვოს და ვოლტის აპლიკაციებიდანაც. მიღეთ ჩვენი უნიკალური ვეიპები სახლიდან გაუსვლელად!

ვისთვის არის უნიკოტინო ელექტრო სიგარეტი?

უნიკოტინო ელექტრო სიგარეტი იდეალური მოწყობილობაა იმათთვის ვისაც არ სურს ნიკოტინის მიღება ვეიპინგის დროს. თქვენ ნიკოტინის გარეშე შეძლებთ ისიამოვნოთ ეიჩქიუდის არომატული ვეიპებით.

მარტივად შევძლებ ნიკოტინიანი ვეიპიდან უნიკოტინო ვარიანტზე გადასვლას?

დიახ, ნიკოტინიანი ელ სიგარეტიდან უნიკოტინო მოწყობილობაზე გადასვლა საკმაოდ მარტივია, ვინაიდან თქვენ არ გიწევთ ვეიპინგის ერთბაშად შეწყვეტა.

ეს ეფექტური მეთოდია ნიკოტინის მოხმარების შესამცირებლად. ბევრი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ვეიპინგის უცვლელი რუტინა და მრავალფეროვანი გემოები ამარტივებს ამ პროცესს.

მსგავსი სტატიები

600 ნაფაზიანი ელექტრო სიგარეტი

HQD Georgia პრემიუმ ხარისხის ერთჯერადი ელექტრო სიგარეტების იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც…

რჩევები ვეიპერთათვის – ის რაც ზამთარში უნდა გაითვალისწინოთ

ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის ექსტრემალურ კლებასთან ერთად, თქვენი ვეიპი შესაძლოა…

რატომ უნდა შევიძინოთ ვეიპი?

საზოგადოებაში გავრცელებული აზრის თანახმად, მოწევა მავნე ჩვევაა. ამ განწყობას კი…