რატომ უნდა შევიძინოთ ვეიპი?

საზოგადოებაში გავრცელებული აზრის თანახმად, მოწევა მავნე ჩვევაა. ამ განწყობას კი მრავალი მიზეზი აქვს, სიგარეტი, ერთი მხრივ, ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საზიანო პროდუქტი, მეორე მხრივ კი, დიდი დისკომფორტის მომტანია. 

დაგვეთანხმებით, რომ ტრადიციულ სიგარეტზე დამოკიდებულების დაძლევა ძალიან რთული გამოწვევაა და ხშირად შედეგი მოკლევადიანია ხოლმე. სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ სიგარეტის მეტად ჯანსაღ თანამედროვე ალტერნატივას, რომელსაც ელექტრო სიგარეტი ეწოდება.  გაინტერესებთ რატომ უნდა შეიძინოთ ვეიპი? ამ ბლოგში სწორედ  იმაზე ვისაუბრებთ თუ რომელი ფაქტორები განაპირობებს ელექტრო სიგარეტის პოპულარობასა და სარგებლიანობას. 

ვეიპი - ის რაც უნდა იცოდეთ მის შესახებ

ბოლო წლებში ელექტრო სიგარეტი განსაკუთრებულად პოპულარული გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეტაპობრივად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს ტრადიციულ სიგარეტზე და მას ვეიპით ანაცვლებს. ამის მიზეზებზე კი ახლავე მოგახსენებთ. 

ელექტრო სიგარეტი - ნაბიჯი ჯანმრთელობისაკენ

იმისათვის, რომ საკითხზე საუბარი დავიწყოთ, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ თუ  რა ვითარებაში დაიბადა ელექტრო სიგარეტის შექმნის იდეა. ვეიპის ისტორია 2000-იანი წლების ჩინეთში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ჰონ ლინკს მამა ფილტვების კიბოთი გარდაეცვალა, მან პირადი გამოცდილების საფუძველზე, შექმნა მოწყობილობა, რომელიც ნიკოტინის წვის გარეშე ფუნქციონირებდა. ეს ფაქტორი კი მოწევის პროცესში მავნე ნივთიერებების წარმოქმნის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებს. 

მართლაც, ელექტრო სიგარეტზე გადასვლის ერთ-ერთი უმთავრესი მოტივაცია მოწევასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების შემცირებაა. როგორც წესი, ვეიპი სპეციალური სითხის გაცხელების შედეგად ორთქლდება, რა დროსაც მომწამვლელი ტოქსინები ფაქტობრივად არ გამოიყოფა.  ამგვარად შეიქმნა და გავრცელდა ელექტრო სიგარეტი ნიკოტინის გარეშე.  

ხარჯთ-ეფექტური მოწყობილობა

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყოველდღიურად ზოგჯერ ერთი კოლოფი სიგარეტიც კი არ არის საკმარისი, ელექტრო სიგარეტი მეტად ეკონომიური ალტერნატივა გამოდის. ჩვეულებრივ, ერთი ერთჯერად მოწყობილობას  რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში გამოიყენებთ. თუ არჩევანს მრავალჯერად მოწყობილობაზე შეაჩერებთ, მაშინ მას უფრო ხანგრძლივადაც მოიხმართ. 

მრავალფეროვანი გამოები

იმ შემთხვევაში თუ თამბაქოს გემო დიდად არ გხიბლავთ და ალტერნატიულ არომატებზე ყოველთვის ოცნებობდით, გეტყვით, რომ HQD-ის საუკეთესო ელექტრო სიგარეტი გემოების ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ, რაც მოიცავს როგორც სეზონური და ტროპიკული ხილის, ისე საყვარელი სასმელებისა და დესერტების არომატების მქონე პროდუქცია. 

ტრადიციული სიგარეტის ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო ასპექტი კვამლის მძაფრ სუნს უკავშირდება. უნდა აღინიშნოს, რომ ვეიპი მრავალფეროვანი არომატების წყალობით, ამ დისკომფორტსაც აგაცილებთ თავიდან. 

ელექტრო სიგარეტი და მასთან დაკავშირებული კომფორტი

დაგვეთანხმებით, რომ ქაღალდში გახვეული თამბაქო, არც თუ ისე მომხიბვლელი პროდუქტია. თუკი ვიზუალური და ესთეტიკური მხარე თქვენთვის მეტად მნიშვნელოვანია,  ელექტრო სიგარეტის შეძენისათვის კიდევ ერთი საფუძვლიანი მიზეზი გაქვთ. 

HQD ელექტრო სიგარეტის რვა მოდელს აერთიანებს, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავებული დიზაინითა და ფუნქციებითაა წარმოდგენილი, მაგალითად შეგიძლიათ შეიძინოთ HQD EOS, რომელიც 600 ნაფაზიანია და მინიმალისტური ვიზუალით გამოირჩევა. შესაბამისად, ჩვენი პროდუქცია ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანს ერგება. 

შანსი გარშემომყოფებზე ზრუნვისათვის

ცნობილია, რომ ელექტრო სიგარეტის მოხმარება მნიშვნელოვნად ამცირებს ირიბ ზემოქმედებას გარშემომყოფებზე. ეს იმიტომ, რომ ვეიპის კვამლი, ერთი მხრივ, ტოქსინებს არ შეიცავს, მეორე მხრივ კი, სწრაფად იშლება და ორთქლდება. 

HQD-ის გაყიდვის წერტილები

HQD Georgia ქართულ ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის პროდუქტს სთავაზობს. მიზანი მარტივია - გვსურს საზოგადოებაში მოწევის უფრო ჯანსაღი და თანამედროვე ჩვევები დავამკვიდროთ. 
თუკი გვკითხავთ სად ვიყიდო ვეიპი? გეტყვით, რომ ჩვენი ელექტრო სიგარეტები მთელი საქართველოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი.  შესაძენად ესტუმრეთ შემდეგ ქსლებს: ,,ევროპროდუქტი” ,,პოდსი”, ,,გრინ ლაბი”, ,,მეინ მარტი”, ,,ტობაკო მარკეტი”, ,,უნივერსამი” და ,,ბილიონი”.

მსგავსი სტატიები

600 ნაფაზიანი ელექტრო სიგარეტი

HQD Georgia პრემიუმ ხარისხის ერთჯერადი ელექტრო სიგარეტების იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც…

ვეიპი ნიკოტინის გარეშე

ბოლო რამდენიმე წელია HQD Georgia ქართულ ბაზარზე სიგარეტის ტრადიციული საშუალების…

რჩევები ვეიპერთათვის – ის რაც ზამთარში უნდა გაითვალისწინოთ

ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის ექსტრემალურ კლებასთან ერთად, თქვენი ვეიპი შესაძლოა…