რჩევები ვეიპერთათვის – ის რაც ზამთარში უნდა გაითვალისწინოთ

ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის ექსტრემალურ კლებასთან ერთად, თქვენი ვეიპი შესაძლოა დაზიანების რისკის ქვეშ აღმოჩნდეს, რადგან არსებობს ალბათობა იმისა, რომ ცივმა ამინდმა ელექტრო სიგარეტზე გარკვეული სახის უარყოფითი გავლენა იქონიოს. ამ ბლოგში გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რაც ზამთრის სუსხიან დღეებში ვეიპის მოხმარების პროცესს კომფორტულს გახდის.

რჩევა N1: გაუფრთხილდით ელექტრო სიგარეტის სითხეს

ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც შესაძლოა ზამთრის პერიოდში გაჩნდეს, ელექტრო სიგარეტის სითხის გაყინვას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ამის ალბათობა ძალიან დაბალია, რადგან სითხეში შემავალი გლიკოლი და მცენარეული გლიცერინი -12-17 გრადუსებზე იყინება, სასურველია თუ მაინც დაიცავთ უსაფრთხოების წესებს. მაგალითად, ელექტრონულ მოწყობილობას დიდი ხნის განმავლობაში გარე პირობებში ნუ გამოიყენებთ, სადაც დაბალი ტემპერატურა მეტად იგრძნობა და გავლენაც უფრო დიდია. ამასთანავე, შეგიძლიათ HQD-ის უნიკალური ვეიპები ხელთათმანების ან სპეციალური ქეისის დახმარებით გაააქტიუროთ, ამ გზით სითბოს შენარჩუნებას შეუწყობთ ხელს.

რჩევა N2: გაუფრთხილდით ვეიპის ელემენტს

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ზამთარში თქვენი მობილური ტელეფონის ელემენტი იმაზე უფრო სწრაფად იცლება, ვიდრე ჩვეულებრივ თბილ დღეებში. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო სიგარეტიც იგივე პრინციპს იზიარებს. მკაცრმა ამინდმა შეიძლება შეაფერხოს თქვენი მოწყობილობის მუშაობა და შეამციროს მისი ხანგრძლივობა. იმისათვის, რომ ამ გამოწვევას თავი აარიდოთ, ყურადღება მიაქციეთ თუ სად განათავსეთ ვეიპი, მაგალითად, თუ მას ცივ მანქანაში დატოვებთ, შესაძლოა მოწყობილობას საფრთხე შეუქმნათ. სასურველია, რომ შეინახოთ ჩანთაში ან ჯიბეში. 

რჩევა N3: ეცადეთ, ელექტრო სიგარეტი ხშირად გაააქტიუროთ

გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრო სიგარეტები სიცივის მიმართ მგრძნობელობით ხასიათდება, სასურველია თუ მოწყობილობას ხშირად გაააქტიურებთ. ვეიპის მუშაობის პრინციპის გათვალისწინებით, აორთქლების პროცესი იწყება მაშინ, როცა ელემენტის გაცხელების ხარჯზე ელექტრონული სითხეც ცხელდება. შესაბამისად, დაბალი ტემპერატურის მიმართ ერთჯერადი ელექტრო სიგარეტი ასეთ  მდგომარეობაში უფრო გამძლეა. 

სასურველია, რომ თქვენი მოწყობილობა ოთახის ტემპერატურაზე შეინახოთ და გამოიყენოთ, რათა შეინარჩუნოთ ხარისხი და სიმძლავრე. 

ელექტრო სიგარეტები HQD Georgia-სგან

პრემიუმ ბრენდი HQD გაძლევთ შესაძლებლობას უმაღლესი ხარისხის ელექტრო სიგარეტი შეიძინოთ და მოწევის მეტად ჯანსაღ ალტერნატივაზე გადახვიდეთ. ჩვენთან წარმოდგენილია სხვადასხვა მახასიათებლების მქონე ვეიპები, რაც მრავალფეროვან არჩევანს უზრუნველყოფს. გემოების ფართო სპექტრი კი ვეიპინგის საუკეთესო გამოცდილებასთან ასოცირდება.

მსგავსი სტატიები

600 ნაფაზიანი ელექტრო სიგარეტი

HQD Georgia პრემიუმ ხარისხის ერთჯერადი ელექტრო სიგარეტების იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც…

ვეიპი ნიკოტინის გარეშე

ბოლო რამდენიმე წელია HQD Georgia ქართულ ბაზარზე სიგარეტის ტრადიციული საშუალების…

რატომ უნდა შევიძინოთ ვეიპი?

საზოგადოებაში გავრცელებული აზრის თანახმად, მოწევა მავნე ჩვევაა. ამ განწყობას კი…