ფართოდ გავრცელებული მითები ერთჯერად ვეიპებზე

მაშინ, როცა ვეიპის შექმნის იდეა დაიბადა, ალბათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ დროთა განმავლობაში მოწყობილობაზე მზარდი მოთხოვნა გაჩნდებოდა. ელექტრო სიგარეტების ქართულ ბაზარზე შემოტანა მწეველებისათვის შანსი აღმოჩნდა, გადასულიყვნენ ჯანმრთელობისათვის ნაკლებ საზიანო პროდუქტის მოხმარებაზე. 

დროთა განმავლობაში არჩევანი გაიზარდა და მათ შორის გამოჩნდა ისეთი პრემიუმ ხარისხის ბრენდი, როგორიცაა HQD. 2021 წლიდან HQD Georgia კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, შესაბამისად თქვენ გაქვთ შესაძლებლობა საუკეთესო ერთჯერადი ვეიპი შეიძინოთ. კომპანია თავის მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციასა და  მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. 

მართალია, ვეიპი ტრადიციული სიგარეტის მეტად აქტუალური ალტერნატივაა და სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იწყებს მის გამოყენებას, მაგრამ ამ თემის ირგვლივ ჯერ კიდევ არსებობს მცდარი წარმოდგენები. ამ ბლოგში სწორედ ვეიპინგის შესახებ გავრცელებულ მითებზე ვისაუბრებთ. 

მითი N1: ვეიპი ისეთივე მავნეა, როგორც სიგარეტი

ერთ-ერთი მოსაზრებით, ვეიპი, ჯანმრთელობისათვის მოტანილი ზიანის თვალსაზრისით,  ტრადიციულ სიგარეტს არ ჩამოუვარდება. ეს მცდარი წარმოდგენა ემყარება ვარაუდს, რომლის მიხედვითაც ორივე მათგანი ფილტვებში ნივთიერების აქტიურ ჩასუნთქვას გულისხმობს, რაც ჯანმრთელობისათვის სავარაუდო რისკების შემცველია. 

რეალურად ელექტრო სიგარეტის მოხმარება ბევრად ნაკლებ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას.  ტრადიციული სიგარეტისაგან განსხვავებით, რომელიც თამბაქოს წვით ორთქლდება, ვეიპი სითხის გაცხელების ხარჯზე ფუნქციონირებს. შესაბამისად, თითქმის არ გამოყოფს მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებებსა და ტოქსინებს. 

ამასთანავე, ელექტრო სიგარეტი გაცილებით ნაკლებ ნიკოტინს შეიცავს, ვიდრე ტრადიციული ვარიანტი. HQD-ის პროდუქციის შემთხვევაში ხელმისაწვდომია, როგორც ნიკოტინის შემცველი, ისე მის გარეშე მოდელები. ეს ფაქტორი კი გაძლევთ შესაძლებლობას ინდივიდუალურად დაარეგულიროთ ნივთიერების მოხმარების ხარისხი. 

მითი N2: ელექტრონული სიგარეტი მავნეა გარშემომყოფებისათვის

გავრცელებული აზრია, რომ ვეიპი იმდენადვე საზიანოა გარშემომყოფთათვის, როგორც სიგარეტი. თუ დავუბრუნდებით იმ ფაქტს, რომ ელექტრონული სიგარეტი წვის დროს არ გამოყოფს ქიმიურ ტოქსიკურ ნივთიერებებს, მაშინ სარწმუნოა, რომ ვეიპის კვამლი თითქმის არ არის ტოქსიკური. აღსანიშნავია, რომ ელ სიგარეტის ორთქლი ძირითადად წყლის, პროპილენგლიკოლისა და გლიცერინისაგან შედგება. ეს შემადგენლობა კი მნიშვნელოვნად ამცირებს გარშემომყოფებისათვის ზიანის მიყენების ალბათობას. 

როგორც წესი სიგარეტის კვამლი სივრცეში დიდხანს ყოვნდება, შესაბამისად, მისი უარყოფითი ეფექტი გარშემომყოფებზე დიდია. ვეიპის შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ მისი ორთქლი მარტივად იშლება და ორთქლდება. 

მითი 3: ვეიპის ფასი არ არის ხელმისაწვდომი

მიიჩნევა, რომ ერთჯერადი ვეიპის მოხმარება ძვირადღირებული ჩვევაა. მართალია ეს მოწყობილობა თავდაპირველ ინვესტიციას საჭიროებს, თუმცა მისი გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე თუ რა ინტენსივობით მოიხმართ. HQD-ის ბრენდის პროდუქცია გარდა იმისა, რომ გემოებითა და ნიკოტინის შემცველობით განსხვავდება, ასევე ნაფაზების სხვადასხვა რაოდენობა აქვს - ხელმისაწვდომია 600, 1200 და 5000-იანი მოდელები. შესაბამისად, ეს საკითხი შეგიძლიათ თქვენი საჭიროებებისა და ბიუჯეტის მიხედვით განსაზღვროთ. 

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ HQD Georgia მომხმარებელს 8 სახის ერთჯერად ვეიპს სთავაზობს, რაც მრავალფეროვნებასთან ერთად ფართო საფასო კატეგორიებსაც მოიცავს. შესაბამისად, აქ ელექტრო სიგარეტი იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ. 

მითი N4: ერთჯერადი ელ-სიგარეტი გარემოს სავალალო ზიანს აყენებს

არსებობს მოსაზრება, რომ ელ სიგარეტი გარემოსათვის დიდი ზიანის მომტანია. მართალია ვეიპ მოწყობილობა, ისევე, როგორც ნებისმიერ სამომხმარებლო პროდუქტი, წარმოქმნის ნარჩენს, თუმცა რეალურად მას აქვს პოტენციალი შეამციროს სიგარეტის ნარჩენები, რაც დღევანდელ დროს მნიშვნელოვანი ეკოლოგიური გამოწვევაა. ტრადიციული სიგარეტისაგან განსხვავებით, ვეიპ მოწყობილობები ნამწვს, რომელიც წლების განმავლობაში არ იხრწნება და, ამასთანავე, მავნე ქიმიკატებს გამოყოფს, არ წარმოქმნის.  

როგორც აღინიშნა, ელექტრონული სიგარეტი ნაკლებ ქიმიკატებს შეიცავს  და ტოქსიკურ გამონაბოლქვსაც არ გამოყოფს. შესაბამისად, ვეიპის უარყოფითი გავლენა გარემოზე უფრო დაბალია, ვიდრე ტრადიციული სიგარეტის, რადგან ტოქსინების მიერ ჰაერის დაბინძურება არ ხდება.

ზემოთ ჩამოთვლილი მითებისა და მათი გაბათილების საფუძველზე, HQD-ის ელექტრო სიგარეტი გარდა იმისა, რომ  ჯანმრთელობისა და გარემოსათვის ნაკლებ საზიანოა, ამასთანავე ხელმისაწვდომი მოწყობილობაცაა, რომელიც ყველა სარგებელთან ერთად მომხიბვლელი ვიზუალითა და მრავალფეროვანი გემოებით ხასიათდება. 

შეგახსენებთ, რომ HQD-ის უმაღლესი ხარისხის ელ სიგარეტის ყიდვა შეგიძლიათ, როგორც ონლაინ, ისე შემდეგ გაყიდვის წერტილებში:  Podsy, ევროპროდუქტი, უნივერსამი, ტობაკო მარკეტი, ბილიონი, მეინ მარტი, გრინ ლაბი.

მსგავსი სტატიები

600 ნაფაზიანი ელექტრო სიგარეტი

HQD Georgia პრემიუმ ხარისხის ერთჯერადი ელექტრო სიგარეტების იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც…

ვეიპი ნიკოტინის გარეშე

ბოლო რამდენიმე წელია HQD Georgia ქართულ ბაზარზე სიგარეტის ტრადიციული საშუალების…

რჩევები ვეიპერთათვის – ის რაც ზამთარში უნდა გაითვალისწინოთ

ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის ექსტრემალურ კლებასთან ერთად, თქვენი ვეიპი შესაძლოა…