რა უნდა იცოდეთ ერთჯერადი ელექტრო სიგარეტის შეძენამდე
ვეიპის საფუძვლები ჯერ კიდევ შორეულ 1960-იან წლებში ისახებოდა. ამ პერიოდში ჰერბერტ გილბერტმა სიგარეტი შექმნა, რომელიც თამბაქოს ნაცვლად სხვადასხვა არომატებს შეიცავდა. ამ ინოვაციურ იდეას მაშინ არც ფართო პოპულარობა მოუპოვებია და შესაბამისად, არც კომერციული წარმატება მოუტანია.
ელექტრო სიგარეტის დამზადების შემდეგი მცდელობა 2000-იან წლებში ჩინელ ფარმაცევტს, ჰონ ლიკს მიეწერება. ფილტვების კიბოთი მამის გარდაცვალების შემდეგ, მან სიგარეტისათვის თავის დანებება გადაწყვიტა და ამიტომ 2003 წელს მოწყობილობა შექმნა, რომელიც გამათბობელი ელემენტის დახმარებით ნიკოტინის ხსნარს აორთქლებდა.
ჰონ ლინკის ელექტრო სიგარეტი ჯერ ჩინეთის ბაზარზე გახდა პოპულარული, შემდგომ კი ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ადრეული ელექტრო სიგარეტები ძალიან ჰგავდა მის ტრადიციულ ვერსიას, თუმცა ინდუსტრიის ზრდასთან ერთად ისინი მნიშვნელოვნად შეიცვალა.
ვეიპი ქართულ ბაზარზე სულ რამდენიმე წელია გამოჩნდა, თუმცა პოპულარობა მალევე მოიპოვა. შეიძლება ითქვას, რომ ის თანდათან ანაცვლებს უკვე დამკვიდრებულ, ტრადიციულ სიგარეტებს. HQD-ის პროდუქცია, რომელიც მოწევის შედარებით უსაფრთხო ალტერნატივაა, ეფექტურად პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს, რადგან მომხმარებლისათვის სასურველ დიზაინსა და არომატს ქმნის. HQD-ის პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ, როგორც ელექტრო სიგარეტის მაღაზია Podsy-ში, ისე შემდეგ სუპერმარკეტებში: ევროპროდუქტი, უნივერსამი, ვეიპ შოპი და ა.შ.
რა არის ელექტრო სიგარეტი?
ელექტრო სიგარეტი ელემენტით მომუშავე მოწყობილობაა, რომელიც თხევადი ხსნარის გაცხელების ხარჯზე ორთქლს წარმოქმნის. ეს სითხე ნიკოტინს ან მცირე რაოდენობით, ან საერთოდ არ შეიცავს. ამასთან, ვეიპის შემადგენლობაში მცენარეული გლიცერინი და არომატიზატორიც შედის.
ვეიპი — მეტად უსაფრთხო ალტერნატივა
ერთჯერადი ელექტრო სიგარეტი ხშირად პოტენციურად უფრო ნაკლები საფრთხის შემცველ მოწყობილობად განიხილება, ვიდრე მისი წინამორბედი ტრადიციული სიგარეტი. მართალია, ვეიპიც ზემოქმედებს გარემოზე, მაგრამ ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზები გვაჩვენებს, რომ ის მეტად უსაფრთხოა.
ტრადიციული სიგარეტი მრავალ ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებას გამოყოფს, მათ შორის ნახშირბადის მონოქსიდს, აქროლად ორგანულ ნაერთებს და ნაწილაკებს, რაც გარემოზე უარყოფითად აისახება. ამისაგან განსხვავებით, ელექტრო სიგარეტი, სითხეების გაცხელებით მუშაობს, რაც ჩასუნთქვად ორთქლს წარმოქმნის. ეს პროცესი კი თითქმის გამორიცხავს წვასა და ტოქსიკური ნივთიერებების გავრცელებას. შესაბამისად, თუკი თქვენ ვეიპს მოიხმართ, გახსოდეთ, რომ ჰაერს კრიტიკულად არ აბინძურებთ. თან ელექტრო სიგარეტის ორთქლი სწრაფად იშლება და ხანგრძლივ სუნსაც არ ტოვებს.
ნახევრად ან საერთოდ ჩაუმქრალი გადაგდებული სიგარეტი ხანძრის საფრთხეს აჩენს. ერთჯერადი ვეიპის შემთხვევაში კი ამის მინიმალური შანსიც კი არ არსებობს, რადგან ასაორთქლებელი მოწყობილობები ღია ცეცხლს არ შეიცავს.
ჯანმრთელობისათვის ნაკლებად საზიანო
ელექტრო სიგარეტი ჯანმრთელობისათვის ნაკლებად საზიანო მოწყობილობად მიიჩნევა. ცნობილია, რომ ტრადიციული სიგარეტის ხშირი მოხმარება სასუნთქი სისტემის გაღიზიანებას იწვევს და ქრონიკულ დაავადებებს აყალიბებს. მიჩნეულია, რომ ერთჯერადი ვეიპი, რომელიც სპეციალური სითხის წვით მუშაობს, მნიშვნელოვნად ამცირებს მსგავსი გართულებების ალბათობას.
ერთჯერადი ელექტრო სიგარეტი შესაძლოა მოწევის შეწყვეტასაც კი უწყობდეს ხელს. დღეს უამრავი ადამიანი ებრძვის ნიკოტინდამოკიდებულებას. ერთჯერადი ვეიპი ნიკოტინის ეტაპობრივი შემცირების შესაძლებლობას იძლევა.
ელექტრო სიგარეტს აქვს ნაკლები საზიანო ეფექტი გარშემომყოფებზე. კვამლი იმაზე უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე ტრადიციული სიგარეტის შემთხვევაში მოხდებოდა. შესაბამისად, მომენტალური დისკომფორტიც და გრძელვადიანი ზიანის რისკიც ნაკლებია.
ელექტრო სიგარეტი, როგორც ბიუჯეტური ალტერნატივა
ელექტრო სიგარეტი ტრადიციულის უფრო ეკონომიური ვერსიაა. მრავალჯერადი ელექტრო სიგარეტის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მხოლოდ სითხის ან ელემენტის შეცვლა უწევს, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ყოველი დახარჯული კოლოფი სიგარეტის ახლით შეცვლისაგან. სწორედ ამიტომ, მრავალჯერადი გამოყენების ფაქტორი გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსურ დანახარჯებს ამცირებს.
თუკი დიდი ხანია ტრადიციული სიგარეტის გადაგდება და ელექტრონულ ალტერნატივაზე გადასვლა გსურთ, მაგრამ არ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ ეს გადაწყვეტილება თქვენთვის კომფორტული იქნება, შეგიძლიათ ერთჯერადი ვეიპი გამოიყენოთ. პირველ რიგში, გაიგებთ რამდენად სასიამოვნო იქნება თქვენთვის ამ სახის პროდუქტი, მეორე მხრივ კი თავიდან ზედმეტ დანახარჯს აიცილებთ.
ბაზარზე წარმოდგენილია ელექტრო სიგარეტების მრავალფეროვანი არჩევანი, რომლებიც ფუნქციებთან ერთად, ფასებითაც განსხვავდება. უნდა აღინიშნოს, რომ HQD-ის პროდუქცია შვიდ მოდელს აერთიანებს, რომლებიც ათზე მეტ განსხვავებულ გემოს გთავაზობთ. ეს მრავალფეროვნება კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეარჩიონ სწორედ ის მოწყობილობები, რომლებიც მათი ბიუჯეტისათვის შესაფერისია.
კომპაქტური და პორტატიული მოწყობილობა
სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად, ერთჯერადი ელექტრო სიგარეტი ცნობილია, როგორც კომპაქტური და პორტატიული მოწყობილობა. ეს გარემოებები კი მათ გამოყენებას მოსახერხებელს ხდის.
თუ სულ მოძრაობაში ხართ და ეძებთ ტრადიციული სიგარეტის უფრო ჯანსაღ ვერსიას, რომელიც, ამასთანავე, კომპაქტური იქნება, მაშინ ელექტრო სიგარეტი საუკეთესო გამოსავალია. ელექტრო სიგარეტი თავისი მცირე ზომის გამო, საშუალებას გაძლევთ მოწყობილობა ყველგან მარტივად ატაროთ. შესაბამისად ის მოსახერხებელია მოგზაურობისათვისაც. მაშ ასე, გამგზავრებამდე ვეიპ მაღაზია აუცილებლად მოინახულეთ.
ალბათ, თქვენთვისაც მოწევა სიგარეტის კოლოფსა და სანთებელასთან ასოცირდება, რაც იმაზე მეტ სივრცეს მოითხოვს ხოლმე ვიდრე ელ სიგარეტი. ვეიპი კი ყველა საჭირო ელემენტს ერთ კომპაქტურ მოწყობილობაში აერთიანებს. ამის გათვალისწინებით, ელექტრო სიგარეტი, როგორც წესი, შექმნილია იმისათვის, რომ კომფორტულად მოთავსდეს ნებისმიერ ადგილას, ჩანთასა თუ ჯიბეში.
გამორჩეული დიზაინი და მომხიბვლელობა
ვეიპები დახვეწილი თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ ელექტრო სიგარეტი სტილის ფართო სპექტრს მოიცავს, რომელიც სხვადასხვა პრეფერენციებსა და საჭიროებებს აკმაყოფილებს.
ელექტრონული სიგარეტი ერთჯერადი ან მრავალჯერადი ელემენტით იკვებება, რომლებიც შეიძლება ტევადობითა და დიზაინით განსხვავდებოდეს. ზოგიერთი მოწყობილობა გთავაზობთ ჩაშენებულ ელემენტებს სიმარტივისთვის, ზოგი კი მოსახსნელ ვერსიას მრავალმხრივობისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ მოწყობილობები სწორედ ამ ნიშნით შეარჩიონ.
თუ მრავალფეროვანი შეგრძნებები გსურთ
ვეიპები არომატების ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გემოვნების ადამიანი აღმოაჩენს მისთვის სასურველ გემოს.
თუკი HQD Wave მოდელის საღეჭი რეზინის ან მარწყვის ლიმონათის არომატის შეძენას გადაწყვეტთ, გვგონია, რომ ის ძველ დროსა და ბავშვობას გაგახსენებთ. აღნიშნული პროდუქტი თვრამეტ განსხვავებულ გემოს მოიცავს, რომლებიც 600 ნაფაზიანია და ნიკოტინის 2% შეიცავს.
მენთოლისა და პიტნის არომატები ელექტრო სიგარეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გემოებია. ეს იმიტომ, რომ ისინი გამაგრილებელ ეფექტს ატარებს და განსაკუთრებულად ცხელ ზაფხულში საუკეთესო არჩევანია. ამ არომატების მისაღებად HQD Super Pro მოდელის შეძენას გირჩევთ, რომელიც ოცდაერთი განსხვავებული გემოსა და 600 ნაფაზისაგან შედგება. რაც შეეხება ნიკოტინის შემცველობას, ამ მოდელშიც 2%-ია.
დაგვეთანხმებით, რომ როგორც სეზონები იცვლება, ზუსტად ისე იცვლება ჩვენი ლტოლვა ახალი და საინტერესო გამოცდილებებისადმი. გაზაფხულს ვაშლის, ზაფხულს ცივი საზამთროს, შემოდგომას ყურძნის, ზამთარს კი კენკრის არომატები მოგაგონებთ. ამაში 8 ერთმანეთისაგან განსხვავებული გემოს HQD Hot დაგეხმარებათ, რომელიც 5000 ნაფაზიანია და ნიკოტინს არ შეიცავს.
იმისათვის, რომ საუკეთესო გამოცდილება შექმნათ HQD შერეულ არომატებს გთავაზობთ, მაგალითად, მარწყვისა და საზამთროს ან კივისა და ბროწეულის კომბინაციები ჩვენთან ხელმსაწვდომია. თუ ეგზოტიკური არომატები გხიბლავთ, მაშინ HQD EZ-Bar-ის მოდელის მარაკუიას არომატს გირჩევთ. გარდა აღნიშნული გემოსი, HQD EZ-BAR დამატებით თორმეტ ამორმატს აერთიანებს. ეს ელ სიგარეტი 600 ნაფაზიანია და 2% ნიკოტინს შეიცავს.
როგორ გამოვიყენოთ ვეიპი
ელექტრონული სიგარეტის გამოყენება ინსტრუქციისა და პრაქტიკის ერთობლიობას მოიცავს, რაც უსაფრთხო და სასიამოვნო პროცესს უზრუნველყოფს.
თავდაპირველად, ყურადღებით შეარჩიეთ ბრენდი. თუკი HQD-ის პროდუქციის შეძენას გადაწყვეტთ — ხელმისაწვდომია ელექტრო სიგარეტის მაღაზია Podsy-ში, ვეიპ შოპში, ევროპროდუქტსა და სხვა სუპერმარკეტებში — გახსოვდეთ, რომ თქვენ გაქვთ უსაფრთხოებისა და ხარისხის გარანტია.
შეძენის შემდეგ, აუცილებლად გაეცანით თანდაყოლილ ინფორმაციას, რადგან სხვადასხვა მოწყობილობებს უნიკალური მახასიათებლები, პარამეტრები და ტექნიკური მოთხოვნები აქვთ, შესაბამისად უნივერსალური წესები ზოგჯერ საკმარისი არ არის.
ელექტრო სიგარეტის ხანგრძლივი გამოყენებისათვის მნიშვნელოვანია ადეკვატური მოვლა, რაც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ხარვეზები და მაქსიმალურად ისიამოვნოთ პროცესით.
გამოყენებამდე გაწმინდეთ ელექტრო სიგარეტის ექსტერიერი. აიღეთ რბილი მშრალი ქსოვილი, რომლის დახმარებითაც ვეიპის ზედაპირს გაწმენდთ. დაიმახსოვრეთ, არ გამოიყენოთ წყალი ან უხეში საშუალებები.
მნიშვნელოვანია ვეიპი ბავშვებისა და შინაური ცხოველებისათვის მიუწვდომელ ადგილას შეინახოთ. ამასთან, როდესაც ვეიპს არ იყენებთ, შეინახეთ უსაფრთხო გარემოში. დაიცავით თქვენი მოწყობილობა პოტენციური დაზიანებისგან ან შემთხვევითი გააქტიურებისგან.
აღსანიშნავია, რომ შემთხვევითი გააქტიურებისაგან მაქსიმალურად დაცულია HQD VITA, რომელსაც მექანიკური ჩამკეტი აქვს. შესაბამისად, ის მეტად უსაფრთხოა ბავშვებისათვის.
ვეიპის სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გარემო პირობები, კერძოდ კი ტემპერატურა. იმ შემთხვევაში თუ ელექტრო სიგარეტი ცივ ადგილას ინახება, გამოყენებისას მისი ელემენტის გაცხელებას საჭიროზე მეტი ენერგია დასჭირდება, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს მისი გამოყენების ხანგრძლივობას. თუკი ვეიპი ცივ ადგილას დაგრჩათ, გამოყენებამდე უმჯობესია ხელით ნორმალურ ტემპერატურამდე მიიყვანოთ.
და ბოლოს, მნიშვნელოვანია ვეიპის გამოყენების დროს მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენა — შეძენამდე გაითვალისწინეთ კანონით გათვალისწინებული ნორმები, რადგან ელექტრონული სიგარეტის მიყიდვა 18 წელს მიუღწეველი პირისათვის დაუშვებელია.