600 ნაფაზიანი ელექტრო სიგარეტი

HQD Georgia პრემიუმ ხარისხის ერთჯერადი ელექტრო სიგარეტების იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ბრენდის მიზანი საზოგადოებაში მავნე ჩვევების უკეთესი ალტერნატივებით ჩანაცვლებაა, რაც სიგარეტის ნაცვლად ვეიპის დამკვიდრებას გულისხმობს.  

HQD Wave

600 ნაფაზი

HQD Super Pro

600 ნაფაზი

HQD 600

600 ნაფაზი

HQD Ez Bar

600 ნაფაზი

HQD VITA

660 ნაფაზი

HQD Eos

600 ნაფაზი

600 ნაფაზიანი ელექტრო სიგარეტები HQD-საგან

HQD Georgia ამ დროისათვის რვა სხვადასხვა ელექტრო სიგარეტს გთავაზობთ. აღნიშნული მოდელები ერთმანეთისაგან სიმძლავრით, არომატით, ნიკოტინის შემცველობითა და ნაფაზების რაოდენობით განსხვავდება. ამგვარი მრავალფეროვნება თქვენ, როგორც მომხმარებელს, შესაძლებლობას გაძლევთ მაქსიმალურად გაითვალისწინოთ პირადი მოთხოვნები და საჭიროებები, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს, როგორც დიზაინს, ისე ნაფაზების რაოდენობას. მაგალითად, 600 ნაფაზიანი ელექტრო სიგარეტი ძალიან პოპულარულია. ამ აქტუალობას კი სხვადასხვა ფაქტორები განაპირობებს - დიზაინი, გემოების მრავალფეროვნება და რაც მთავარია ნაფაზების ოპტიმალური რაოდენობა. 

ხელმისაწვდომია შემდეგი მოდელები:

HQD Wave - ეს უკანასკნელი ერთჯერადი ვეიპია, რომელიც 600 ნაფაზისაგან შედგება და ნიკოტინის მხოლოდ 2% შეიცავს. ვიზუალის თვალსაზრისით, ეიჩქიუდის ელექტრო სიგარეტი  ნათელი ფერებით ხასიათდება. ხოლო რაც შეეხება გემოებს, Wave მოდელი ამ საკითხშიც გამორჩეულია, რადგან ის აერთიანებს თქვენი საყვარელი სეზონური და ტროპიკული ხილის, კენკრისა და ზოგიერთი სასმლის არომატსაც კი. 

HQD Super Pro - შეიძლება ითქვას, რომ Super Pro ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია, რომელიც 600 ნაფაზისა და ნიკოტინის 2%-საგან შედგება. აღნიშნული  ელექტრო სიგარეტი მოიცავს ისეთ გემოებს, რომლებიც გრილი ტონებით ხასიათდება, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მარწყვი ან პიტნა ყინულით.

HQD 600 - ელექტრო სიგარეტის ეს მოდელი ბრენდის სიახლეა. ზემოთ აღნიშნული მოდელების მსგავსად, ეს ვეიპიც 600 ნაფაზისაგან შედგება და ნიკოტინის 2% შეიცავს. დიზაინის მიხედვით კი მინიმალისტური და ნეიტრალურ ფერებში გადაწყვეტილი მოწყობილობაა. HQD 600 გთავაზობთ ისეთ გემოებს როგორებიცაა, მაგალითად, საღეჭი რეზინი, მანგო ყინულით და ა.შ.

HQD EZ Bar - იმ შემთხვევაში თუ 600 ნაფაზიან, მაგრამ დიზაინით გამორჩეულ ელექტრო სიგარეტს ეძებთ, მაშინ EZ Bar-ს გირჩევთ. მოდელი უნიკალური ფორმითა და შეხამებული ფერთა გამებით ხასიათდება. რაც შეეხება გემოებს, ის ამ მხრივაც გამორჩეულია, რადგან ხელმისაწვდომია ისეთი არომატების კომბინაციები, როგორებიცაა: ლაიმი და  მარაკუია, ლურჯი ჟოლო და ლიმონი. 

HQD EOS - აღნიშნული მოდელი ნიკოტინის 2% შემცველობისაა და 600 ნაფაზისაგან შედგება. აერთიანებს გემოების მრავალფეროვან არჩევანს, მაგალითად, ხელმისაწვდომია მანგო ყინულით, ენერგეტიკული სასმელი, ატმისა და ანანასის კომბინაცია და სხვა. 

რატომ HQD-ის ერთჯერადი ვეიპები?

თუკი ერთჯერად ვეიპს ტრადიციულ სიგარეტს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ის ჯანმრთელობისათვის ნაკლებად საზიანოა. ეს იმიტომ, რომ ელექტრო სიგარეტი არა თამბაქოს წვის, არამედ სპეციალური ელექტრონული სითხის გაცხელების ხარჯზე ორთქლდება. ვეიპის სითხე კი ძირითად შემთხვევაში გლიცერინსა და გლიკოლს შეიცავს, რაც მავნე ტოქსინებს არ გამოყოფს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ვეიპები სიგარეტისაგან განსხვავებით, მავნე და მომწამვლელ  ქიმიურ ნივთიერებებს არ გამოყოფს, ირიბი ზემოქმედების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. შესაბამისად, გარშემომყოფებს მინიმალური დისკომფორტი ექმნებათ და, ამასთანავე, მათ ჯანმრთელობას ზიანიც არ ადგება.  შესაბამისად, HQD-ის 600 ნაფაზიანი ერთჯერადი ელექტრო სიგარეტის არჩევის შემთხვევაში, ერთი მხრივ, ვეიპინგის ხანგრძლივ და სასიამოვნო გამოცდილებას მიიღებთ, მეორე მხრივ კი, თქვენსა და თქვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობას ნაკლებ ზიანს მიაყენებთ. 

600 ნაფაზიანი ვეიპი საუკეთესო შესაძლებლობაა მათთვის ვისაც მოწევისათვის თავის დანებება დიდი ხანია სურს. გამომდინარე იქიდან, რომ HQD Georgia ამ ტიპის ვეიპების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ, ნიკოტინის ეტაპობრივი შეამცირებისა და უნიკოტინო ერთჯერად ვეიპზე გადასვლის შანსი გეძლევათ. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა მავნე ნივთიერების მოხმარებისაგან თავის დასაღწევად წინ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდეს.

მაშასადამე, ელექტრო სიგარეტი მიიჩნევა იმ ინოვაციურ მოწყობილობად, რომელიც საზოგადოებაში გარდა ჯანსაღი ჩვევების დამკვიდრებას ისახავს მიზნად. ეს პროცესი კი მეტად კომფორტულია მაშინ, როცა HQD Georgia 600 ნაფაზიან ერთჯერად ელექტრო სიგარეტებს მრავალფეროვანი არჩევანით გთავაზობთ.

მსგავსი სტატიები

ვეიპი ნიკოტინის გარეშე

ბოლო რამდენიმე წელია HQD Georgia ქართულ ბაზარზე სიგარეტის ტრადიციული საშუალების…

რჩევები ვეიპერთათვის – ის რაც ზამთარში უნდა გაითვალისწინოთ

ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის ექსტრემალურ კლებასთან ერთად, თქვენი ვეიპი შესაძლოა…

რატომ უნდა შევიძინოთ ვეიპი?

საზოგადოებაში გავრცელებული აზრის თანახმად, მოწევა მავნე ჩვევაა. ამ განწყობას კი…