ერთჯერადი ელ-სიგარეტის გამოყენების წესები
ბოლო წლებია ვეიპი სიგარეტის სულ უფრო და უფრო პოპულარული ალტერნატივა ხდება. ამ მზარდ მოხმარებას კი რამდენიმე მიზეზი აქვს, ერთი მხრივ, ელექტრო სიგარეტი უფრო მოსახერხებლი და ვიზუალურად ესთეტიკური მოწყობილობაა, მეორე მრივ კი, ის ჯანმრთელობისათვის ნაკლებად საზიანოა.
როგორც წესი, ელექტრონულ სიგარეტს ნიკოტინის ნაკლები შემცველობა აქვს - HQD-ის პროდუქციის შემთხვევაში მხოლოდ 2%, თუმცა გაყიდვაშია ისეთი მოდელებიც, რომლებიც ნიკოტინისაგან სრულად თავისუფალია. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული სიგარეტი ხშირად უფრო ჯანსაღ ვარიანტად მიიჩნევა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მისი სწორად მოხმარების ეტიკეტი, რათა საფრთხე არ შევუქმნათ გარშემომყოფებს და არ დავარღვიოთ წესები.
ამ ბლოგში გაგიზიარებთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ვეიპის მოხმარების დროს ყურადღების გარეშე არ უნდა დატოვოთ.
შეიძინეთ მაღალი ხარისხის მოწყობილობა
თუკი ვეიპის მოხმარებას ახლა იწყებთ, მაშინ სასურველია, რომ მოწყობილობის ხარისხს დიდი მნიშვნელობა მიანიჭოთ. გამომდინარე ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტის მოხმარების პოპულარობისა, ბაზარზე უამრავი ალტერნატივაა წარმოდგენილი, ამიტომ მნიშვნელოვანია ხარისხი ყურადღებით გააკონტროლოთ და სასურველი ელექტრონული სიგარეტი ვეიპ შოპის ფილიალებში შეიძინოთ.
შეარჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ელ-სიგარეტი
ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტები გარდა იმისა, რომ ერთმანეთისაგან არომატებით განსხვავდება, ამასთანავე ვიზუალური მრავალფეროვნებითაც ხასიათდება. HQD-ის პროდუქცია რამდენიმე დასახელების პროდუქტს მოიცავს, რაც მომხმარებელს მოწყობილობის საკუთარი პრეფერენციების მიხედვით შერჩევის შესაძლებლობას აძლევს.
დაეუფლეთ ვეიპინგის ტექნიკას
იმისათვის, რომ ვეიპის მოხმარება მაქსიმალურად სასიამოვნო პროცესად იქცეს და დისკომფორტი, მაგალითად, ხველა თავიდან აიცილოთ, მნიშვნელოვანია, რომ სწორად დაეუფლოთ მოწევის ტექნიკას. არსებობს ორი მეთოდი, ესენია:
- ორთქლი რამდენიმე წამის განმავლობაში პირში დააყოვნეთ, შემდეგ შეისუნთქეთ და ამოისუნთქეთ მაშინვე, როგორცვე ის ფილტვებში მოხვდება;
- სწრაფი შესუნთქვით შეგიძლიათ ორთქლი პირდაპირ ფილტვებში გადაიტანოთ და მაშინვე ამოისუნთქოთ.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა დამწყებთათვის ვეიპის გაბმით მოწევაა. გახსოვდეთ, რომ ეს პროცესი ფრთხილად და აუჩქარებლად უნდა წარმართოთ. იმ შემთხვევაში თუ ნაფაზებს შესვენების გარეშე იღებთ, შესაძლოა სისუსტე იგრძნოთ. ამიტომ, შეგუებამდე უმჯობესია თუ მცირე ხნით შეისვენებთ. როგორც წესი, 15-დან 30 წამამდე შუალედი მომდევნო ნაფაზამდე საკმარისია.
პირველივე ჯერზე ყველა არომატს ნუ გასინჯავთ
HQD ტროპიკული ხილის, მენთოლის, კენკრის და მრავალი სხვა არომატის მქონე ვეიპს გთავაზობთ. თუმცა, თუ დამწყები ხართ ერთდროულად ბევრ გემოს ნუ მიეძალებით. ასეთ დროს გაგიჭირდებათ არჩევანის გაკეთება.
გაწმინდეთ თქვენი მოწყობილობა
ელექტრონული სიგარეტის გაწმენდის უგულებელყოფამ შეიძლება გამოიწვიოს მავნე ბაქტერიების ან სხვა პათოგენების გამრავლება თქვენს მოწყობილობაში. სწორედ ამიტომ, არ დაგავიწყდეთ ელექტრონული სიგარეტის რეგულარულად გაწმენდა. ვეიპის სისუფთავე აუცილებელია, ერთი მხრივ, ესთეტიკური მხარისათვის, მეორე მხრივ კი, თქვენი ჯანმრთელობისათვის.
ელექტრონული სიგარეტი სხვებს არ გაუზიაროთ
ჰიგიენური პრაქტიკიდან გამომდინარე არ არის სასურველი, რომ ერთ მოწყობილობას ორი ან მეტი მომხმარებელი ჰყავდეს. ვეიპის გაზიარების შემთხვევები ზრდის ბაქტერიების დაგროვებისა და რესპირატორული დაავადებების გავრცელების ალბათობას.
არ დატოვოთ ელ-სიგარეტი მზეზე
ცნობილია, რომ მზის სხივების ჭარბი დასხივება ვეიპის ხარისხს ამცირებს. ელ-სიგარეტის მზეზე დატოვებას შესაძლოა რამდენიმე უარყოფითი შედეგი მოჰყვეს, რაც პირველ რიგში, დაკავშირებულია მის ხარისხთან, უსაფრთხოებასა და ეფექტურობასთან. მზის სხივებისა და სითბოს პირდაპირი ზემოქმედებისას დიდი შანსია, რომ ვეიპის გემო და არომატი დაქვეითდეს. ამასთანავე, მზის ზემოქმედებამ ელექტრონული სიგარეტში შეიძლება ქიმიური ცვლილებები გამოიწვიოს.
ამასთანავე, არ არის სასურველი მოწყობილობის ტენიან გარემოში დატოვება. ამიტომ, დარწმუნდით, რომ თქვენი ელექტრონული სიგარეტი გრილ და მშრალ ადგილას ინახება.
ბავშვების თანდასწრებით მოწევა რეკომენდებული არ არის
ნუ გამოიყენებთ ვეიპს ბავშვების თანდასწრებით ეს ერთგვარი დებულებაა, რომელიც უფროსების პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს. ეს რეკომენდაცია კი რამდენიმე ძირითად არგუმენტს ეფუძნება.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული სიგარეტი ნიკოტინს მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ შეიცავს, ჯანმრთელობის რისკები მაინც არსებობს. ბავშვების რესპირატორული სისტემა მეტად მგრძნობიარეა, ამიტომ ვეიპის ორთქლის სიმძაფრე შესაძლოა მათთვის დისკომფორტის მომტანი აღმოჩნდეს.
ამასთანავე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბავშვები ძირითადად უფროსების ქცევას ჰბაძავენ ხოლმე. არც მათი მეტად ცნობისმოყვარე ბუნება უნდა დაგვავიწყდეს. შესაბამისად, საშიშროება იმის, რომ ვეიპის გამოყენება სცადონ. ამიტომ, გარდა იმისა, რომ მათი თანდასწრებით მოწევა რეკომენდებული არაა, ამასთანავე სასურველია თუ ვეიპს მათთვის მიუწვდომელ ადგილასაც შეინახავთ.
იმ შემთხვევაში თუ ვეიპის ყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი ზემოთ მოყვანილი რჩევები ნამდვილად გამოგადგებათ. გახსოვდეთ, რომ მათი გათვალისწინების შემთხვევაში, ელექტრონული სიგარეტის მოხმარების პროცესი მეტად სასიამოვნო იქნება, როგორც თქვენთვის, ისე გარშემომყოფებისათვის.