ელექტრო სიგარეტს ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოიხმარს, რასაც ამ მოწყობილობის თანამედროვე მახასიათებლები განაპირობებს. პირველ რიგში, ვეიპი ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, მეტად ჯანსაღი პროდუქტია, რადგან ნაკლებ უარყოფით ზეგავლენას ახდენს როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ისე გარემოზე. გარდა ამისა, მისი ვიზუალი და გემოვნური მახასიათებლები თანამედროვე ტენდენციებს იმეორებს და მომხმარებლებისათვის მეტად მომხიბვლელია.
ყველა უპირატესობასთან ერთად, ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია ისეთი პრემიუმ ბრენდის პროდუქცია, როგორიცაა HQD. შესაბამისად, მაღალი ხარისხისა და მრავალფეროვანი ელექტრო სიგარეტების შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით შესაძლებელი გახადა.
ვეიპი თანამედროვე მოწყობილობაა, რომელიც ელემენტის დახმარებით მუშაობს. როგორც წესი, ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტი არა ქიმიური ნივთიერებების, არამედ სპეციალური სითხის გაცხელების შედეგად ორთქლდება, რაც მინიმუმამდე ამცირებს ქიმიური ტოქსინების გამოყოფის ალბათობას.
2021 წელს ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა საზოგადოებაში მოწევის ეს ახალი ალტერნატივა დაემკვიდრებინა, რისი მიზანიც ადამიანებში ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბება იყო. სწორედ ამიტომ, კომპანია მომხმარებელს აწვდის, ერთი მხრივ უსაფრთხო პროდუქტს, მეორე მხრივ კი, ფერის, დიზაინის, გემოსა და განსხვავებული მახასიათებლების მქონე მოდელების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
ბრენდი აერთიანებს რვა სხვადასხვა არომატისა და მახასიათებლების მქონე პროდუქტს, მაგალითად, ბესტსელერი მოდელებია HQD Wave და HQD Super Pro. აღნიშნული პროდუქტი 600 ნაფაზისაგან შედგება და ნიკოტინის მხოლოდ 2% შეიცავს. გარდა იმისა, რომ ის მავნე ნივთიერებების ეტაპობრივი შემცირებისათვის საუკეთესო შესაძლებლობაა, უამრავი გემოს გამოცდის საშუალებასაც გაძლევთ – მოდელი აერთიანებს ისეთ არომატებს როგორებიცაა ხილი, ციტრუსი და სხვადასხვა დესერტები.
ამასთანავე, ბესტსელერად სახელდება HQD Cuvie Plus, რომელსაც წინა მოდელებისაგან განსხვავებული მახასიათებლები აქვს, მაგალითად მისი ნაფაზების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია და 1200 შეადგენს, ასევე ნიკოტინის შემცველობა მასში 0%-მდეა დაყვანილი.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მომხმარებლებისათვის სიახლეების შეთავაზებას. სწორედ ამიტომ, კომპანია პრემიუმ ხარისხის ისეთ უახლეს მოდელებს გთავაზობთ, როგორებიცაა HQD Hot, HQD 600, HQD EZ Bar, HQD VITA, HQD EOS. ჩამოთვლილი პროდუქტები განსხვავებულ გემოებსა და ფუნქციებს აერთიანებს, მაგალითად, აღნიშნულ მოდელებში აღმოაჩენთ როგორც უნიკოტინო, ისე 1,6 და 2% შემცველობის მოწყობილობებს. ნაფაზების რაოდენობის თვალსაზრისითაც დიდი არჩევანია, რადგან ხელმისაწვდომია 600, 660, 5000 ერთეულიანი ელექტრო სიგარეტები.
ელ სიგარეტის შეძენა თბილისის ნებისმიერ წერტილში შეგიძლიათ. პროდუქცია ხელმისაწვდომია ,,ევროპროდუქტის” ,,უნივერსამის”, ,,პოდსის”, “ტობაკო მარკეტის”, ,,მეინ მარტისა” და ,,გრინ ლაბის” ფილიალებში.
გამომდინარე იქიდან, რომ HQD Georgia-ს მიზანი ინოვაციური ელექტრო სიგარეტის მაქსიმალური გავრცელება და ხელმისაწვდომობაა, კომპანიამ გაყიდვის წერტილები დედაქალაქის გარდა საქართველოს რეგიონებშიც შექმნა, მაგალითად ვეიპების შეძენა უკვე ბათუმშიც შეგიძლიათ.
სხვადასხვა სუპერმარკეტებსა და ვეიპშოპთან ვთანამშრომლობთ, რომელთაგან რამდენიმე მათგანი ბათუმშიც მდებარეობს, მაგალითად, ელექტრო სიგარეტის სრული ასორტიმენტი დაგხვდებათ ვეიპების მაღაზია ,,პოდსიში”, რომელიც მელიქიშვილის ქ. #11 ნომერში მდებარეობს. იმ შემთხვევაში, თუ გაყიდვის ეს წერტილი თქვენგან მოშორებითაა, მაშინ შეგიძლიათ სახლთან ან სამსახურთან მდებარე უახლოეს სუპერმარკეტების ქსელებს, ,,ევროპროდუქტს” ან ,,ბილიონს” ესტუმროთ, სადაც თქვენთვის სასურველ ნებისმიერ მოდელს შეიძენთ.
ჩვენმა ერთჯერადმა ელექტრო სიგარეტებმა ბათუმთან ერთად, ქუთაისიც მოიცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ქუთაისში უმაღლესი ხარისხის ვეიპების შეძენას შეძლებთ.
ელ სიგარეტის შესაძენად ესტუმრეთ HQD Georgia-ს პარტნიორ მაღაზიათა ქსელებს, მაგალითად ,,ევროპროდუქტს”, რომელიც თამარ მეფის ქ. #10 ნომერში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე ფართო არჩევანი დაგხვდებათ. გარდა ამისა, პროდუქციის შეძენას ვეიპშოპ ,,პოდსის” ქუთაისის ფილიალში შეძლებთ, რომელიც შარტავას ქ. #2-ში მდებარეობს.
გარდა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისისა, HQD-ის პრემიუმ ხარისხის ვეიპები მთელი საქართველოს მასშტაბითაა წარმოდგენილი. შესაძენად ეწვიეთ ჩვენს პარტნიორ მაღაზიათა ქსელებს, იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და მიიღეთ საუცხოო გამოცდილება.